მთავარი » 2013 » იანვარი » 13 » Unkn0wn’s CS:GO Skin Installation Tool
10:14
Unkn0wn’s CS:GO Skin Installation Tool
ქაუნთერის წინა ვერსიებისგან განსხვავებით, CS:GO-ში სკინების შეცვლა არც ისე მარტივია,
ეს პატარა პორტაბელური პროგრამა დაგეხმარებათ მარტივად შეცვალოთ CS:GO სკინები.

პროგრამის შესახებ:
ქაუნთერის წინა ვერსიებისგან განსხვავებით, CS:GO-ში სკინების შეცვლა არც ისე მარტივია,
საკმარისი არ არის სკინის ფაილების ჩაგდება csgo დირექტორიაში, და დამატებით საჭიროა
ტექსტური რედაქტორით, მაგალითად Notepad++_ით დავარედაქტიროთ ერთერთი ფაილი.
ეს პატარა პორტაბელური პროგრამა დაგეხმარებათ მარტივად შეცვალოთ CS:GO სკინები,
თქვენ ჩააგდებთ სკინის ფაილებს, დანარჩენს პროგრამა გააკეთებს ავტომატურად  smile

ინფორმაცია:
დასახელება: Unkn0wn’s CS:GO Skin Installation Tool
ავტორის საიტი: MyLoRd.ucoz.ru
თარიღი: October 16, 2012
ვერსია: 1.03

ინსტრუქცია და დახმარება:
►სკინის შესაცვლელად, ჩააგდეთ სკინის ფაილები csgo დირექტორიაში, შემდეგ გახსენით პროგრამა,
დაკლიკეთ Scan, პროგრამა ამოიცნობს და გამოიტანს შეტყობინებას, რამდენი სკინია დაყენებული,
ან რამდენი სკინია ჩაგდებული და დასაყენებელი, ისინი ავტომატურად მოინიშნება პროგრამაში,
თქვენ ისღა დაგრჩენიათ დაკლიკოთ Install და ჩაგდებული/მონიშნული სკინები დაყენდება.
ან რომლის ამოშლაც გსურთ დაუტოვოთ მონიშვნა და დაკლიკოთ Uninstall,
ამოშლის შემთხვევაში ქაუნთერში ყენდება სტანდარტული სკინი.
►პროგრამა ავტომატურად არედაქტირებს pak01_dir.vpk ფაილს და საჭიროა ის იყოს ორიგინალი.
თუ სკინის შესაცვლელად ადრე ხელით შეცვალეთ ის, მაშინ წაშალეთ ის csgo დირექტორიაში,
შემდეგ შეამოწმეთ cache და steam ჩამოწერს ორიგინალ pak01_dir.vpk ფაილს.
►პროგრამა csgo-ს დირექტორიის მიგნებას ავტომატურად ახერხებს Steam-ის რეგისტრის მიხედვით,
ანუ თუ თქვენს Steam-ს ინსტალაციის შემდეგ შეუცვალეთ ადგილი, მაშინ მას პროგრამა ვერ იპოვის,
ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ SteamPath.ini ფაილში მიუთითოთ თქვენი Steam-ის მდებარეობა,
მოათავსოთ ერთ დირექტორიაში ორივე, პროგრამა და SteamPath.ini, და ჩართოთ პროგრამა.



კატეგორია: cs პროგრამები | ნანახია: 701 | დაამატა: CSNOZA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: