მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » Steamis shesaxeb
17:20
Steamis shesaxeb
ვინც არ იცით გაიგეთ რა არის Steam, ისწავლეთ მისი გამოყენება და შეუერთდით ლეგალურ თამაშს,
აქ ვისაუბროთ Steam-ის შესახებ, ნაყიდ ოფიციალურ თამაშებზე, არანაირი No-Steam და კრეკები.

რა არის Steam?
►ოფიციალური გვერდი store.steampowered.com ან steampowered.com
►Steam (სთიმი) არის თამაშების სამყარო, რომელიც ეკუთვნის Valve Corporation-ს,
steam_ში არის უამრავი ლიცენზირებული და ოფიციალური თამაში, ფასიანიც და უფასოც,
ნებისმიერი თამაში შეგიძლიათ იყიდოთ, თითოეულ თამაშს აქვს თავისი ფასი.
►გარდა იმისა რომ Steam_ზე უფასო თამაშებიც არსებობს, მაგალითად Team Fortress 2,
►თუ შეიძენთ ფასიან თამაშს ეს ნიშნავს რომ თქვენ გექნებათ ოფიციალური და თამაშის ყოველთვის უახლესი ვერსია,
თამაშის ყოველი ჩართვისას შემოწმდება თქვენი თამაშის სიძველე და ჩამოწერილი იქნება განახლებები,
შეცდომებს ეტაპობრივად ასწორებენ ყველა თამაშში, თქვენ ყოველთვის თამაშის ბოლო ვერსია გექნებათ.
►ეს ნიშნავს რომ თქვენ გექნებათ Steam თამაში და არა No-Steam დაკრეკილი და ძველი.
►ეს ნიშნავს რომ თქვენ გექნებათ თქვენი უნიკალური Steam ID, და პროფილი Steam-ზე,
შეგეძლებათ დაიმატოთ მეგობრები, ეჩატაოთ თამაშისას, შექმნათ საკუთარი ჯგუფი Steam_ზე.
►თქვენი ნაყიდი თამაშები გექნებათ სამუდამოდ, როცა გინდათ გადმოწერთ და ითამაშებთ.
►ეს ნიშნავს რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გააკეთოთ Steam სერვერი, რომელზეც მხოლოდ Steam
მოთამაშეები შეძლებენ შემოსვლას, და შემოვლენ არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ყველა ქვეყნიდან.
►Steam სერვერზე ვეღარ ნახავთ ჩეთერებს რადგან Steam-ზე ჩეთის ჩართვა ძალიან რთულია,
და თუ Steam ჩეთერ მოთამაშეს Valve ანტიჩეთმა Steam ID-ზე დაადო ბანი, ის თამაშს ემშვიდობება...
►Steam სერვერი ყოველთვის ბოლომდე დაცულია დაჰაკვისგან ყოველგვარი დაცვების დაყენების გარეშე.
►და მრავალი სხვა დადებითი აქვს ოფიციალურად ნაყიდ თამაშს, თქვენი გადასაწყვეტია...

როგორ უნდა შევიძინო თამაში? (მოცემულ ინსტრუქციაში ან თქვენს მიერ დაშვებული შეცდომის გამო, შესაძლო ზარალზე არ არსებობს გარანტია.)
პირველი ეტაპი: (ემაილის და სთიმის ექაუნთების დარეგისტრირება, სთიმის ექაუნთის აქტივაცია.)
►უნდა გაიკეთოთ და გქონდეთ ნამდვილი email/ემაილი, ეს აუცილებელია!
თუ რატომ არის აუცილებელი ქვემოთ გაიგებთ. არსებობს ემაილის უამრავი უფასო სერვისი,
ასე რომ გაიკეთეთ ემაილი და დაიმახსოვრეთ პაროლები, არჩევანი თქვენზეა: Yandex.Mail - Yahoo! Mail - Outlook - Gmail - Mail.Ru - Rambler-почта - My Opera Mail
►რადგან უკვე გაქვთ ემაილი, ეხლა დავრეგისტრირდეთ Steam-ზე, გადადით ლინკზე http://store.steampowered.com/,
დაკლიკეთ Join Steam, და დარეგისტრირდით, რეგისტრაციისას მიუთითეთ თქვენი ახალი რეალური ემაილი!
მორჩა, უკვე გაქვთ თქვენი ექაუნთი სთიმზე, გადადით მთავარ გვერდზე http://store.steampowered.com/,
დაკლიკეთ login ან Sign in, და შედით თქვენს ექაუნთში თქვენი Steam username და Password_ის მეშვეობით.
►თქვენ უკვე გაქვთ სთიმის ექაუნთი/Steam account, მაგრამ ის არ არის შემოწმებული და გააქტიურებული!
ეხლა დაკლიკეთ სთიმის მთავარ გვერდზე ნებისმიერ ფასიან თამაშს, შემდეგ Add to Cart/Purchase for myself,
ნახავთ რომ ჯერ სთიმი არ გაყიდინებთ თამაშს, და ემაილზე გამოგიგზავნით ლინკს, ემაილის ნამდვილობის შესამოწმებლად,
ეხლა შედით თქვენს ემაილში, დაკლიკეთ ახალ მოსულ სთიმის წერილში მოცემულ ლინკს, და შემოწმდება თქვენი ემაილის ნამდვილობა.
მორჩა, თქვენი ექაუნთი შემოწმებულია, თქვენ უკვე გაქვთ დაცული და სრულყოფილი სთიმის ექაუნთი.
►უკვე შეგიძლიათ დატკბეთ უფასო თამაშით, მაგალითად - Team Fortress 2,
ამისათვის სთიმის მთავარ გვერდძე დაკლიკეთ Install Steam, გადმოიწერეთ Steam client პროგრამა და დააინსტალირეთ,
სასურველია (C:) დისკზე არ დააინსტალიროთ რადგან მომავალში Windows-ის გადაყენებისას
ხელახლა მოგიწევთ Steam-ის დაინსტალირებაც და თამაშების ჩამოტვირთვაც, რასაც დრო სჭირდება.
ინსტალაციის ბოლოს გახსენით პროგრამა და პროგრამაში თქვენი სთიმის ექაუნთით გაიარეთ ავტორიზაცია.
მაგრამ რადგან თქვენი ექაუნთი თქვენს კომპში/ვინდოუსში პირველად მოხვდა, დაცვისთვის პროგრამა ემაილზე გამოგიგზავნით კოდს,
შედით თქვენს ემაილში, დააკოპირეთ კოდი და შეიყვანეთ პროგრამაში, ამის შემდეგ დასრულდება ავტორიზაცია.
►ეხლა თუ გნებავთ უფასო თამაში Team Fortress 2, სთიმის პროგრამაში ან სთიმის საიტზე, ძიებაში ჩაწერეთ TF2,
დაკლიკეთ Team Fortress 2, შემდეგ Play Game, გადაწერეთ თამაში, და ითამაშეთ.
►თქვენ უკვე ნებისმიერ უფასო თამაშს გადმოწერთ, მაგრამ ჯერ ვერ დაიმატებთ მეგობრებს სთიმში და ა.შ.
Valve ჯერ პატივს არ გცემთ lol რადგან 1 ფასიანი თამაშიც არ გაქვთ ნაყიდი smile

მეორე ეტაპი: (გადახდის სისტემის შერჩევა ან დარეგისტრირება, თამაშის შერჩევა, ყიდვა.)
ეხლა უკვე ავირჩიოთ თამაში და ვიყიდოთ, ყიდვა შეასრულეთ სთიმის საიტიდან და არა პროგრამიდან!
შედით სთიმის საიტზე http://store.steampowered.com/
ძიებაში აკრიბეთ სასურველი თამაშის სახელი, მაგალითად: Counter-Strike.
►შემოგთავაზებთ რამოდენიმე თამაშის ლინკს:
Counter-Strike "1.6" - http://store.steampowered.com/app/10/
Counter-Strike: Source - http://store.steampowered.com/app/240/
Counter-Strike: Global Offensive - http://store.steampowered.com/app/730/
Counter-Strike: Complete - http://store.steampowered.com/sub/16223/
მანდ სასურველის შესაძენად დაკლიკავთ Add to Cart, შემდეგ Purchase for myself, და ნახავთ გადახდის სისტემებს,
მათ შორისაა ჩვენთვის, ქართველებისთვის ხელმისაწვდომი WebMoney და Visa.
►აქ უკვე აირჩევთ ხელმისაწვდომ გადახდის სისტემას, განაგრძობთ ყიდვის ოპერაციას,
და იყიდით თამაშს. თუკი გექნებათ რუსული ინტერნეტ საფულე WebMoney,
ან საბანკო ანგარიში Visa Classic, და შესაბამისი პლასტიკური Visa Classic ბარათი.
სწორედ ესაა ერთადერთი საწვალებელი და პრობლემატური დეტალი.

თუ ყიდულობთ Visa Classic ბარათით:
►თუ სრულწლოვანი ხართ, ნებისმიერ ბანკში უნდა აიღოთ (ვიზა კლასიკი - Visa Classic),
მთავარია გქონდეთ თამაშისთვის საჭირო თანხა, პირადობის მოწმობა, და მიხვიდეთ ბანკში,
შეგექმნებათ საბანკო ანგარიში, მოგცემენ Visa Classic ბარათს, და მასზე არსებული თანხით შემდეგ,
სახლიდან გაუსვლელად Steam-ის საიტიდან შეიძენთ სასურველ თამაშს,
როგორც ზემოთ გავაკეთეთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ბოლოს აირჩიეთ Visa გადახდის სისტემა.
►ბანკში Visa Classic_ის აღებისას მოთხოვეთ მომსახურე პერსონალს, რომ გასწავლონ ან მოგცენ ბუკლეტი,
სადაც იქნება მოცემული თუ როგორ გამოიყენება ბარათი უცხოურ საიტებზე თანხის გადახდისას.

თუ ყიდულობთ WebMoney-ით:
►ეს ძალიან მარტივი ხერხია, WebMoney არის რუსული ინტერნეტ საფულე, როგორც ქართული eMoney.ge,
არ დაგჭირდებათ არც სრულწლოვანება, არც პირადობის მოწმობა, არც პლასტიკური ბარათი, არც eMoney.ge-ს ქონაა აუცილებელი,
►შედით საიტზე www.webmoney.ru და დარეგისტრირდით,
რეგისტრაციისას მიუთითეთ თქვენი ნამდვილი ემაილი და მობილურის ნომერი +995'5yy'xxxxxx,
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შედით თქვენს ექაუნთში wmid და პაროლის მეშვეობით.
►თქვენ უკვე დარეგისტრირებული ხართ, და საიტზე გაქვთ სტატუსი Keeper Mini,
რაც სრულიად საკმარისია რომ თქვენს ინტერნეტ საფულის ანგარიშზე ჩარიცხოთ თანხა,
და იყიდოთ ნებისმიერი ინტერნეტ პროდუქტი სადაც არის WebMoney გადახდის სისტემა.
მაგრამ თანხა რომ ჩარიცხოთ უნდა გააკეთოთ მარტივი რამ:
პირველ ზოლში Purses/Кошельки მანდ დააყენეთ  WMZ - USD, ამით ვირჩევთ თუ რომელი ვალუტას ვიხმართ,
WMZ არის იგივე $ დოლარი, 1WMZ=1$, და მოგენიჭებათ დოლარის კურსის შესაბამისი Z-საფულის ნომერი...
გამოჩნდება იმავე პირველ ხაზზე თქვენი Z... ანგარიშის ანუ საფულის ნომერი, რომელზეც უნდა ჩარიცხოთ თანხა,
რომ დოლარით შეავსოთ თქვენი WebMoney ინტერნეტ საფულე, მაგალითად ამგვარი იქნება: Z338024953759.
►ეხლა უკვე შეგიძლიათ Pay Box აპარატებიდან (საიდანაც მობილურზე რიცხავთ თანხას)
ჩარიცხოთ თქვენი WebMoney_ს Z ანგარიშის ნომერზე თანხა, ჩარიცხავთ ლარს - ანგარიშზე დაგიჯდებათ დოლარი.
Pay Box_დან ჩარიცხული 1.9 ლარი = 1 WMZ ანუ 1 $ დოლარს.
-ესეიგი თუ თამაში ღირს $9.99 USD, პირველ რიგში დავამრგვალოთ, ეს არის 10$,
Pay Box_დან უნდა ჩავრიცხოთ 10$*1.9=19 ლარი რომ ანგარიშზე დაგვხვდეთ 10 WMZ ანუ 10$,
მაგრამ ვინაიდან თამაშის ყიდვისას WebMoney დამატებით ჩამოგაჭრით გადახდილი თანხის 0.8%-ს,
19 ლარის ჩარიცხვა არ გეყოფათ, ამიტო ჩარიცხეთ ამ პრინციპით (10$ * 2 = 20 ლარი).
►უკვე შეგიძლიათ იყიდოთ თამაში, როგორც ზემოთ გავაკეთეთ, ოღონდ ბოლოს აირჩიეთ WebMoney გადახდის სისტემა,
ყიდვის ოპერაციებში დანარჩენს მარტივად გაართმევთ თავს, მხოლოდ გაითვალისწინეთ:
ყიდვისას უნდა შეიყვანოთ თქვენი მობილურის ნომერი "+"ის გარეშე ანუ 995'5yy'xxxxxx,
და მოგივათ sms-ი კოდით, კოდი დაგჭირდებათ საიტზე ყიდვის ოპერაციის დასასრულებლად.

კატეგორია: გაკვეთილები | ნანახია: 1565 | დაამატა: CSNOZA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: